“ისლამური სახელმწიფო” რუსეთს კვლავ ტერაქტებით ემუქრება…

ტერორისტულმა ორგანიზაციამ ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, გაავრცელა ვიდეორგოლი, რომლითაც ბოევიკები იმუქრებიან, რომ მალე რუსეთის წინააღმდეგაც დაიწყებენ შეტევებს – აცხადებს Reuters -ი…

ვიდეო ჩაწერილია რუსულ ენაზე და ის გამოქვეყნებულია  „ალ-ჰაიატ მედიაცენტრი“-ს საიტზე, სადაც ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები ავრცელებენ ხოლმე თავის განცხადებებს. ვიდეო- შეიცავს სისხლიანი თავდასხმებისა და კრემლის აღების  შესახებ მუქარას რუსეთის მიმართ.

ადრე, 4 ნოემბერს ისლამისტებმა თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა რუსული ,,აირბას,, А321-ის ეგვიპტეში მომხდარ კატასტროფაზე, რომლის შედეგადაც  224 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტების განცხადება გაკეთებული იყო „სინაის ვილაიეთის“ სახელით, რომელიც არის ისლამური სახელმწიფოს ქვედანაყოფი სინაის ნახევარკუნძულზე… იქ, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა.

ვიდეოში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ტერაქტი მოხდა „სინაის ვილაიეთის“ მიერ ,,ისლამური სახელმწიოფოსადმი,, ერთგულების ფიცის დადების წლისთავზე. ავიაკატასტროფის დღეს, 31 ოქტომბერს, ისლამური სახელმწიფოს სახელით უკვე გავრცელებული იყო მოკლე შეტყობინება, სადაც ჯიჰადისტები თავის თავზე იღებდნენ პასუხისმგებლობას ტრაგედიის გამო.

 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიშვილმკვდარ ტაჯიკ დედას რუსეთიდან ისე ააძევებენ, რომ ჩვილის ნეშტსაც არ ატანენ (VIDEO)
შემდეგი სტატია,,ისლამური სახელმწიფოს,,, შურისძიება ,,ჰეზბოლაზე,, … ბეირუთში 41 ადამიანი მოკლეს…