“ისლამური სახელმწიფო” ოცნებობს მსოფლიო ხალიფატის შექმნაზე

რაკკის აქტივისტები: ისლამურ სახელმწიფოზე განხორციელებული ავიადარტყმები უშედეგოა

http://www.gazeta.ru/politics/2015/11/17_a_7897943.shtmlრატომ დადეს ფსონი “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა სოციალიზმზე და ახალგაზრდობაზე

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები პრიმიტიული ტერორიდან გადავიდნენ ისლამური სოციალიზმის მოდელის პროპაგანდაზე. სანამ ოფიციალური პირები მათ ტერორისტებად მოიაზრებენ, ბოევიკებმა უკვე შექმნეს სრულყოფილი სახელმწიფო და ცდილობენ ახალგაზრდების დავერბოვკებას მსოფლიოს მასშტაბით. მოსკოვმა უკვე ოფიციალურად ცნო, რომ ავიალაინერის კატასატროფა სინას ნახევარკუნძულზე ტერორისტული აქტი იყო, ექსპერტები კი ლაპარაკობენ ტერაქტების გახშირებაზე.

 

ორი თვის წინათ ისლამურმა სახელმწიფომ გამოუშვა მორიგი პროპაგანდისტული ფილმი, რომელიც სრულიად საპირისპირო იყო მასსმედიის მიერ რეკლამირებული ვიდეოების,სადაც ისინი თავებს აჭრიდნენ ან აწამებდნენ. დღეს ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტული მანქანა  მხოლოდ წამების ვიდეოებს არ ავრცელებს, ისინი „განმანათლებლურ“ ფილმებსაც უშვებენ, სადაც მოთხრობილია დაპყრობილ  ტერიტორიებზე, „ჯიხადის არსზე და გზაზე“.

ისლამური საზოგადოების ახალ ფოლმებში თავებს არ ჭრიან, რელიგიური რადიკალები მშვიდად აყალიბებენ მსოფლიოში არსებული თანამედროვე ლიბერალური მოდელის უზნეობას.

„ბანკები არის მოტყუება, ფული კეთდება ფულზე და არა კონკრეტულ პროდუქტებზე“, „ქაღალდის ფული არაფრით არ არის გამყარებული, ეს ფიქცია არის“, „ აშშ   თავისი ქაღალდების სანაცვლოდ, რესურსები მიაქვს, სად არის აქ სამართლიანობა?“, „თავისი დოლარები რომ გაასაღოს, აშშ ომებს აჩაღებს მთელს მსოფლიოში“ – ასეთია ამ ფილმების თეზისები.

ისლამური სახელმწიფო არსებულ სისტემას კაპიტალისტურ მონათმფლობელობას ეძახის დასთავაზობს თავის ალტერნატივას.ისლამური ხალიფატის სახით არსებობდა ალტერნატივა, რომელიც წარმოიშვა არაბეთის უდაბნოში და შემდგომ გავრცელდა ინდოეთიდან ესპანეთამდე და მაროკომდე.

ბოევიკებიძვირფასი ლითონების უპირატესობასცნობენ და მოუწოდებენ ქაღალდის დოლარებიდან ოქროს დინარებზე გადასვლას.ძვირფას  ლითონს აქვს კონკრეტული ფასი, ერთი ოქროს დინარი იწონის 4,25 გრ, ხუთი ცალი – ზუსტად 5-ჯერ მეტს. ასეთი ეკონომიკა ყველასათვის გასაგებია. აქ არ არის საჭირო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული რთული მანიპულაციები , ამიტომ ეს გამჭვირვალე და სამართლიანი ეკონომიური სისტემაა. ბოევიკებიამის შესაბამის დამატკიცებელ ვიდეოს ავრცელებენ: ბოევიკებიდა სხვადასხვა რასის და ეროვნების მათი ბავშვები ხელში ატრიალებენ ოქროს დინარებს.

ბოევიკებს შორის გავრცელებული თეზისები ამერიკული იმპერიალიზმის და სოციხალიზმის მშენებლობის შესახებ იმით აიხსნება, რომ ისლამური სახელმწიფოს შექმნის სათავეებთან, ამ ბოლო დრომდე, იდგნენ ოფიცერ-სუნიტების მთავარი ფიგურები, რომლებიც მსახურობდნენ სადამ ჰუსეინის სპეცსამსახურებში.  ამერიკის მიერ ერაყის ოკუპაციის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს ხელისუფლებიდან, მაგრამ არ გაანადგურეს.

განათლებულებმა და გამოცდილებმა დაიწყეს თავიანთი სტრუქტურების მშენებლობა.მათგან ნაწილს მიღებული ქონდა განათლება საბჭოთა კავშირში, ყველანი იყვნენ პარტია „ბაასის“ წევრები (სირიაში დღესაც ხელისუფლებაში არიან), ეს პარტია ყოველთვის გამოდიოდა არაბული სოციალიზმის მომხრედ და მტაცებლური იმპერიალისტური კაპიტალიზმის წინააღმდეგ.

ნაწილობრივ, ამით აიხსნება ის, რომ ბოევიკებმა გასული წლის ზაფხულში ასე სწრაფად და იოლად დაიპყრეს მოსული, მოსახლეობის რაოდენობით მხრივ მეორე ქალაქი ერაყში. მათ ასევე ბევრჯერ გაიმარჯვეს სირიის არმიაზე. მათ ყველაფერი იციან ისევე კარგად, როგორც ერაყის და სირიის სახელმწიფო ჯარების უფროსმა იფიცრებმა.

მურად ქამელის, სირიის საერო ოპოზიციის აქტივისტის, 2012-13 წწ. დამასკოში ბაშარ ასადის წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის აზრით, ისლამური სახელმწიფოსთვის არსებობს გარკვეული წითელი ხაზები – ესაა თურქეთი და ისრაელი. ის ასევე ფიქრობს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები დაინტერესებულები არიან ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებით სირიის ჩრდილოეთ ნაწილშიქვეყნის გაყოფის მიზნით.

ქამელის სიტყვებით, სირიელების უმრავლესობას არ სურს, იცხოვრონ არც ასადის რეჟიმის, არც ისლამური სახელმწიფოსპირობებში.  სირიელებისთვის  ისლამური სახელმწიფო  „ტერორისტული ორგანიზაცია და ისეთივე დიქტატურა არის, როგორც ასადის რეჟიმი, ოღონდ ბევრად უარესიც“. ბევრი სირიელი იბრძვისისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ადლიბში, ალეპოში, დერააში, დამასკოში.

„სირიელებს აღიზიანებს საერთაშორისო თანამეგობრობის სუსტი რეაქცია ისლამური სახელმწიფოს მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე,“ – ამბობს ქამელი. – „სირიის თავისუფლების არმია“ ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს ასჯერ უფრო მეტად, ვიდრე ასადის სამთავრობო არმია, ამიტომ სირიელებსისლამურ სახელმწიფო მიაჩნიათ,  ქვეყნის შიგნით ნამდვილი რევოლუციის ჩახშობის საშუალებად“.

ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგია – მასობრივი მკვლელობიდან ისლამურ სახელმწიფომდე  

ე25

 

პირველი ვიდეოები, რომლებიც გამოჩნდა ისლამური სახელმწიფოს სახელით (2014 წლის 29 ივნისიდან ერაყის და ლევანტეს ისლამური სახელმწიფო გადაკეთდა ისლამურ სახელმწიფოდ, უფრო ზუსტად ხალიფატად), აჩვენებდნენ, როგორ აწამებდნენ ათეულობით და ასეულობით ერაყელ, სირიელ ჯარისკაცებს, იეზიდ ქურთებს, საზღვარგარეთელ ჟურნალისტებს – ერთი სიტყვით თავიანთ მტრებს.

 შესაძლოა,ამ დაჯგუფების წარმატებები არ იქნებოდა ამდენად შესამჩნევი, რომ არა სისასტიკით გამორჩეული მასობრივი წამების ვიდეობი.  ამით მათ სახელი მოიპოვეს, როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს.

 მაგრამ 2014 წლის შემოდგომიდან გამოჩნდა სხვა შინაარსის ვიდეოები: როგორც ეწევიან კომუნალურ მეურნეობას მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ხსნიან სკოლებს (მაშინ გამოჩნდა პირველი რუსულენოვანი რადიკალური ისლამისტების ვიდეო რუსულ სკოლაზე ქალაქ რაკაში), როგორ ასწავლიან ბანაკებში მოხალისეებს. ისინი სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან უდგებოდნენ თავიანთი ტერიტორიების მმართველობას და არა ისე, რომ აი, ჩვენ ავიღებთ ხორცს, ფქვილს, ტყვია-წამალს და ისევ წავალ მთებში  ან  უდაბნოში. ამით კარდინალურად გამოირჩვეა  ისლამური სახელმწიფო სხვა ტერორისტული დაჯგუფებებისგან. ისლამური სახელმწიფო თავის სახელმწიფოს აშენებს.

ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიებზე მკაცრი კონტროლია დაწესებული. იქ ცხოვრება შეიძლება მხოლოდ მათივე, რადიკალური წესების დაცვით, რისი წყალობითაც მათ შეძლეს ეფექტური სახელმწიფოს მმართველობა დაპყრობილი სირიის და ერაყის ტერიტორიებზე. იქ ფუნქციონირებს სასამართლოები, პოლიცია, სხვა ცენტრალიზებული ორგანოები. მათ მიაღწიეს მმართველობის სისტემის უნიფიცირებას, რისი წყალობითაც გახდნენ სირიის ყველაზე ძლიერი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება.

 

„ისლამური სახელმწიფო ხალიფატია, მათ შეგნებული აქვთ, რომ იდეოლოგია გეოგრაფიაზე და თანამედროვე ცხოვრებაში მიღებულ პირობითობაზე მაღლა დგას“ – თქვა ილია პლეხანოვმა, „ომის ხელოვნების“ მთავარმა რედაქტორმა. – „ისლამური სახელმწიფო ბევრად მეტია, ვიდრე სახელმწიფო და ტერორისტული ორგანიზაცია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იდეოლოგია “.

„ხალიფაი არის იქ, სად შენ ხარ!“ – ეს არის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მიზანდასახულობა. ამაშია, მათი საერთაშორისო პოლიტიკის მთელი არსი. ხალიფატი არ ცნობს გაეროს და ჩამოყალიბებულ დიპლომატიურ წესს. ტყუილად კი არ ადარებენ ხალიფატს ბოლშევიკებს და საფრანგეთის დიდი რევოლიციის რევოლუციონრებს. მათი იდეოლოგია  არ ცნობს საზღვრებს და ზეეროვნულია“ – თქვა პლეხანოვმა.

2015 წლის გაზაფხულიდან უფრო იშვიათად ჩნდება წამების ვიდეოები, თუმცა წამება არ შეწყვეტილა. ვიდეოები გადაღებული იყო სოციალური თემებზე, ასევე ბევრი ქადაგება იყო  თანამედროვე მსოფლიოს უსამართლო მოწყობაზე.

გაზაფხულზე, „გაზეტა.რუ“-ს კორესპონდენტი იმყოფებოდა სირიის ჩრდილოეთ ფრონტზე, სადაც ადგილობრივი ქურთები  ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვოდნენ. ის თავად დარწმუნდა, რომ ბოევიკები დაპყრობილ ტერიტორიებზე არ ანადგურებდნენ შენობებს, არამედ ცდილობდნენ მოწინააღმდეგის გამოდევნას ინფრასტრუქტურის და შენობების შენარჩუნებით. შემდეგ კი ხელათვე იწყებენ მშვიდობიანი ცხოვრების ორგანიზებას.

„ისლამურმა სახელმწიფომ სერიოზულად  და დიდი ხნით დაიწყო სამყაროს გარდაქმნა. თუ ტენდენციების მიხედვით ვიმსჯელებთ, სოციალური ბაზა მხოლოდ გაიზრდება. მათი აზრით, ლიბერალური ქვეყნების ჩინოვნიკები კორუფციულ სკანდალებში ეხვევიან, შემდეგ აწყობენ ყალბ სასამართლოებს და მათ უშვებენ.

უმუშევართა, ღარიბთა და უსახლ-კაროთა რიცხვი იზრდება (ძველ სამყაროში, მათ შორის სირიიდან და ერაყიდან მიგრანტების სულ უფრო მზარდი რაოდენობის გამო). ისლამური სახელმწიფოს ბოევიკი კი დგას სადღაც უდაბნოში დანით ხელში და პირდება სამართლიანობას დაჩაგრულებს, ხოლო მექრთამეებს – ყელის გამოჭრას“ – ამბობს პლეხანოვი.

მისი აზრით, ცივი ომის დროს ისლამი მეორე როლებით კმაყოფილდებოდა და ზოგჯერ ხურდის როლსაც თამაშობდა: „სოცბლოკის კრახის შემდეგ ისლამმა თავისი როლი გააცნობიერა. იმატა 30 წლის და მეტი ხნის ახალგაზრდობამ, ისინი უფრო განათლებულები, გლობალურები, მაგრამ უფრო ღარიბები გახდნენ, სოციალისტები გაქრნენ, ხოლო დასავლეთმა უამრავი ეკონომიური პრობლემით, დაკარგა მიმზიდველობა ახალგაზრდებისთვის. ბოლო 30 წლის განმავლობაში დასავლეთი ახლო აღმოსავლეთის მრავალ კონფლიქტში ჩაება. მთელი მუსლიმური სამყაროსთვის აშკარა გახდა, რომ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლა შეიძლება, რომ პარიზში შეიძლება მოკლა ასობით ადამიანი. დასავლეთის მიმზიდველობის დაკარგვისფონზე ამოსვლას იწყებს ისლამური  ვარსკვლავი. რას ამოირჩევს მილიარდი ახალგაზრდა, ისლამს თუ დემოკრატიას, ან ლიბერალიზმს? ამ კითხვას სვამს ისლამური სახელმწიფო სამყაროს წინაშე.

„ისლამური სახელმწიფო ფსონს დებს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე, როგორც ამას  ბოლშევიკები და ნაცისტები აკეთებდნენ. ბოევიკები უფრო მეტ რესურსებს ხარჯავენ ახალგაზრდების მომზადებაზე და ბავშვების აღზრდაზე, ვიდრე ასადთან ომზე.  იდეოლოგიური თვალსაზრისით, ამ წლების განმავლობაში მთელი თაობა დაიკარგა. გაეროს სტრუქტურების მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთში, 13 მლნ ბავშვი იმყოფება ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდის გავლენის ქვეშ. აი, ეს არის საფრთხე. როცა ეს ბავშვები გაიზრდებიან, პარიზი ყველას საბავშვო ბაღად მოგვეჩვენება“ – თქვა პლეხანოვმა.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიმთავარანგელოზობის ბრწყინვალე დღესაწაულს გილოცავთ მეგობრებო!
შემდეგი სტატიაჩინელებს აფხაზეთში თავისი სასათბურე მეურნეობა აქვთ (foto)