„ისლამური სახელმწიფო“ ივრითზე მუქარას აქვეყნებს

ისლამური სახელმწიფო ივრითულ ენაზე აქვეყნებს მუქარას

ისლამური სახელმწიფო ივრითულ ენაზე აქვეყნებს მუქარასისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა პირველად გამოიყენეს ებრაული ენა თავიანთ პროპაგანდისტულ მასალებში, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა. კერძოდ, კი, ისინი ებრაელ მოსწავლეებს და მათ მშობლებს ემუქრებიან. იგივე მუქარა გამოქვეყნებული იყო არაბულ ენაზე.

ისლამური სახელმწიფო თავის მიმართვებს, როგორც წესი, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, თურქულ, ქურთულ, ინდონეზიურ, ბოსნიურ, რუსულ, ბენგალირ და ურდუს ენებზე აქვეყნებდა. გარდა ამისა, გარკვეული პუბლიკაციები გამოჩნდა ჰინდუსა და ალბანურ ენებზე.
2015 წლის ივლისში ისლამურმა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ ისინი ღაზას სექტორს დაიკავებდნენ და ჰამასს გაანადგურებდნენ. ისინი ამ უკანასკნელებს შარიათის კანონების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ისრაელი, აშშ-ს სხვა მოკავშირეებისგან განსხვავებით, “ისლამური სახელმწფოს” წინააღმდეგ კოალიციაში არ შედის და არასდროს მიუღია მონაწილეობა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში.

banner
წინა სტატიაშიპარიზის ტერაქტებში დაღუპულების ყველა გვამი ამოცნობილია
შემდეგი სტატიასაფრანგეთის თავდასხმებში ახალი ეჭვმიტანილი გამოჩნდა