“ისლამური სახელმწიფო” ერთ-ერთი ბოლო სამაგრიდან გაყარეს

სირიის სამთავრობო არმიამ ქვეყნის სამხრეთით “ისლამური სახელმწიფოსგან” ტერიტორიების დაბრუნების ოპერაცია დაასრულა – სირიის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. გენშტაბის განცხადებით, ამოღებულია იარაღი და გაწმენდილია რთულადმისაღწევი ადგილები. საუბარია ტელ-ეს-საფას კანიონზე, რომელიც ეს-სუვეიდას პროვინციაში მდებარეობს. ის დამასკოდან 92 კილომეტრის დაშორებითაა.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან დღემდე გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიკიევის ოლქში სიცივისგან ექვსი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია19 ნოემბერს მსოფლიო ტუალეტის დღეს აღნიშნავს