,,ისლამური სახელმწიფო,, დაბრუნდა

ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფო,, რომელსაც სირიაში ასადის რეჟიმი, რუსეთი, აშშ-ს კოალიცია, ოპოზიციური ძალები და თურქეთიც კი უტევს, მოულოდნელად სირიის უდიდეს ისტრორიულ ქალაქ პალმირაში დაბრუნდა… ქალაქში საიდანაც ისლამისტები სამთავრობო ძალებმა ცხრა თვის უკან გააძევეს.
ინფორმაციას პალმირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ,,ისლამური სახელმწიფოს,, მეომრების მიერ დაკავების შესახებ ,,ბი-ბი-სი,, ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის სადამკვირებლო პუნქტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის რამი აბდელ რახმანის განცხადებით, ,,ისლამური სახელმწიფო,, შაბათს 10 დეკემბერს შევიდა პალმირაში და ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ისინი ასადის რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ნაწილებთან გააფრთებულ ბრძოლებს აწარმოებენ.
შეგახსენებთ, რომ ისტორიული ქალაქი პალმირა 2015 წლის მაისიდან 2016 წლის მარტამდე ,,ისლამური სახელმწიფოს,, კონტროლქვეშ იმყოფედოდა და ამ დროის მანძილზე ტერორისტებმა უძველესი ქალაქის კულტურული და ისტორიული მემკვიდროების უდიდესი ნაწილი გაანადგურეს და გაიტაცეს.

banner
წინა სტატიაშირა ღირს ტრამპის დაცვა?
შემდეგი სტატიატრამპი სახელმწიფო მდივნად პუტინის მეგობარ ნავთობმაგნატს ნიშნავს