“ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.
დაკავებული 4 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო მედიისთვის დახურულ ფორმატში იმსჯელებს, ვინაიდან საქმეს გრიფით “საიდუმლო” ადევს.
ამ დროისთვის სასამართლოში დაკავებულების ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებიან. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ში დღეს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

banner
წინა სტატიაში“ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, რომელსაც შეიძლება, საქართველოში ტერორიზმის ელემენტების შემოტანა მოჰყვეს” – რას ყვება ინკოგნიტო რესპონდენტი?
შემდეგი სტატიარეზო საყევარიშვილი: ვემორჩილები სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას