“ისლამურ სახელმწიფოში” ხალხი ტერორისტების წინააღმდეგ გამოვიდა

რაკკას რამდენიმე კვარტალის მოსახლეობამ, რომელსაც “ისლამური სახელმწიფოს” დედაქალაქს უწოდებენ, ტერორისტების წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა და სახელმწიფო დროშები გამოფინა. დროშები გამოჩნდა დირიას, ფერდოსის და რამილას კვარტალებში და ევფრატის ხიდზე.
ამის შემდეგ ადგილობრივებმა მასობრივი მიტინგი ჩაატარეს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ, რასაც მომიტინგეების და ისლამისტებს შორის შეტაკება მოყვა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, პროტესტის შემდეგ ისლამისტებმა სამივე კვარტალი დატოვეს.

რაკკა ჩრდილოეთ სირიაში ევფრატის სანაპიროზე მდებარეობს და ის ამბოხებულებმა 2013 წელს დაიკავეს.

banner
წინა სტატიაშიკიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი მიტინგი დაიწყო
შემდეგი სტატიაგერმანიის ვიცე-კანცლერმა ტრამპს პირველი პოპულისტი უწოდა