ცისკარიშვილი გახარიას განცხადებას შუაშისტურს უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას უხერხემლოსა და შუაშისტურს უწოდებს.

მისი შეფასებით, გახარია უნდა დადგეს რომელიმე – ოპოზიციის ან მთავრობის მხარეს და დაიჭიროს საკუთარი პოზიცია.

„ეს არის წმინდა ბოლო 8-9 წლის განმავლობაში, რასაც შუაშისტობას ეძახიან? ზუსტად ეგეთი უხერხემლო, შუაშისტური განცხადება, არც ოპოზიცია ვარ და არც მთავრობის მომხრე ვარო. უნდა დადგე რომელიღაც მხარეს, დაიჭირო პოზიცია. თუ ხარ ოპოზიციონერი, უნდა შეკრა კოალიცია ოპოზიციასთან და თუ გინდა ქოცობა, მაშინ შეეკარი ისევ „ქართულ ოცნებას“, თავჯდომარეც აირჩიეთ და სხვა თანამდებობის პირებიც“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება სამმხრივ მოლაპარაკებებს, ცისკარიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ სალაპარაკო არაფერი აქვთ.

„ჩვენ ვესაუბრებით იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციას. მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით არ მაქვს არც გახარიასთან, არც ქვედა დონეზე არანაირი ინფორმაცია, ვინ ვის იბირებს. საკრებულოს წევრები შეიძლება, ერთმანეთში რაღაცას საუბრობენ და კონსულტაციებს გადიან, მომავალში როგორი კონფიგურაცია იყოს, მაგრამ ასეთი უხერხემლო განცხადებები ნამდვილად არ უწყობს ხელს იმას, რომ საკრებულოებში ადგილებზე იყოს მაგალითად, ოპოზიციური თავმჯდომარე და საკრებულოს აკონტროლებდეს ოპოზიცია“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბარამიძე: ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არაფერი შესათანხმებელი არ გვაქვს
შემდეგი სტატიაSABA Reader-ში კითხვას ბოლო 5 თვის განმავლობაში მკითხველებმა 10 000 000 წუთი დაუთმეს