ISIS: სიმშვიდეში ვერ იცხოვრებთ, თქვენ მაშინაც კი შეგეშინდებათ, როცა ბაზარში წახვალთ

“routers”-მა გაავრცელა დაუთარიღებელი ვიდეო, სადაც ISIS საფრანგეთს ემუქრება, რომ თუკი გააგრძელებენ მათი მებრძოლების წინააღმდეგ შეტევას, ისინი საფრანგეთის მოსახლეობას სამაგიეროს გადაუხდიან.

“routers”-მა ვიდეო პარიზში მომხდარ ტერაქტამდე, რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა.

“სანამ თქვენ ბომბავთ მშვიდობაში ვერ იცხოვრებთ, თქვენ მაშინაც კი შეგეშინდებათ, როცა ბაზარში წახვალთ”,- აცხადებს ტერორისტი მებრძოლებთან ერთად გარემოცვაში.

გუშინ, საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ტერაქტების შედეგად, ბოლო ინფორმაციით 128 ადამიანი დაიღუპა და 99 დაშავდა.

წყარო: “dailystar”

 

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ელჩი საქართველოში: ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ საფრანგეთზე
შემდეგი სტატიათბილისის მერი ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს