ISIS-ს მოსულიდან სირიისკენ გზა მოუჭრეს

შიიტური სახალხო ლაშქრის (მილიციის) შეიარაღებულმა ძალებმა მოსულთან “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) წინააღმდეგ შეტევა წამოიწყეს, რომლის მიზანიც ISIS-სათვის მოსულიდან სირიისკენ უკან დასახევი გზის მოჭრაა.
იმავე დროს ერაყული არმია აფართოებს მოსულზე შეტევას სამხრეთიდან, სადაც ერაყელმა სამხედროებმა უბრძოლველად აიღეს ქალაქი შურა, რომელიც მოსულის მისასვლელებთან მდებარეობს.
Associated Press-ის ცნობით, ამერიკულმა ავიაციამ ისლამისტთა კოლონის შეჩერება მოახერხა, სადაც ბოევიკები ,,ცოცხალ ფარად,, მშვიდობიან მოსახლეობას იყენებდნენ, რამაც ტყვეებს გაქცევის საშუალება მისცა

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მომხრე ვარ, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა
შემდეგი სტატიაკალაძის აზრით, უსუფაშვილმა “რესპუბლიკელების” საარჩევნო სლოგანი – გავთავისუფლდეთ, სისრულეში მოიყვანა