ISIS-ს ლიდერები მოსულიდან გარბიან

mosuliმოსულის ოპერაციაში მონაწილე ნატოური კოალიციის სახმელეთო ნაწილების მეთაურის, გენერალ გარი ვოლესკის განცხადებით, ,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიდერები მოსულიდან გარბიან.
თურქული სააგენტო ,,ანადოლუ აჟანსის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გენერალი ვოლესკი პენტაგონს ბაღდადიდან ვიდეოკონფერენციით დაუკავშირდა და სიტუაციის შესახებ მოხსენება გააკეთა.
,,ოპერაციის დაწყებიდან ორი დღეც არ გასულა და ამჟამად მოსულშე გაცილებით ნაკლები ჯიჰადისტია, ვიდრე დაწყებამდე… მათი ლიდერები მალულად ტოვებენ ქალაქს და გარბიან. თუმცა უცხოელი ბოევიკები ასე ადვილად ვერ დატოვებენ ქალაქს,, განაცხადა ნატოელმა გენერალმა, რომელმაც ოპარაციის დასრულების სავარაუდო თარიღის დასახელებისაგან თავი შეიკავა.

banner
წინა სტატიაში(video) ობიექტივის პირდაპირ ეთერში წყლის მილი გასკდა
შემდეგი სტატიარუსეთი ფლოტის და ავიაციის დიდ ნაწილს სირიაში აგზავნის