“ISIS-ს ყურადღების ცენტრში არის დიდი ქვეყნები, რომლებიც ქმნიან დემოკრატიულ ღირებულებებს”

გუგული მაღრაძე

უსაფრთხოების ზომების გაძლიერების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ პარლამენტში. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ქვეყანამ სრულად უნდა აამოქმედოს საკუთარი შესაძლებლობები და მაქსიმალურად უზრუნველყოს მოქალაქეების დაცვა.

ამ მიზნით, არ არის გამორიცხული, სპეციალური სამსახურების დაფინანსების გაზრდაც. უმრავლესობის წევრები ყურადღებას ამახვილებენ სპეცსამსახურების მუშაობასა და უსაფრთხოების იმ აუცილებელ ზომებზე, რომლებიც ქვეყანაში უნდა გატარდეს.

“ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, შესაბამისად, ყველა სახელმწიფო მზად უნდა იყოს მსგავსი ტიპის ტერორისტული შემოტევებისგან.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა პრობლემა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ტერორიზმის შემოტევას საქართველოსთვის,” – აცხადებს ფრაქცია ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძე.

ფრაქცია ქართული ოცნების წევრი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში საქართველოზე ნაკლებად შედის.

“ISIS-ს ყურადღების ცენტრში არის დიდი ქვეყნები, რომლებიც ქმნიან დემოკრატიულ ღირებულებებს, რათა მათ აჩვენონ, რომ მათ შეუძლიათ ამ დიდი ქვეყნების წინააღმდეგაც კი წარმატებული ბრძოლა. ამიტომ მოცემულ მომენტში არ მგონია მათი მიზანი საქართველო იყოს. რადგან, მათ პირველ რიგში, უნდათ დააშინონ დასავლეთი, ევროპა,” – განმარტა გუგული მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ პასუხს ვაგებინებთ ტერორისტებს“
შემდეგი სტატია,,პატრიოტთა ალიანსი”-ს წევრები ზუგდიდში შიმშილობას იწყებენ