ISIS-მა პალმირაში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისიტემები ხელში ჩაიგდო

აშშ-ს თავდაცვის უწყება შიშობს, რომ ,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლებმა, სირიის ქალაქ პალმირას ხელში ჩაგდების დროს, ასადის არმიის საკუთრებაში არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ჩაიგდეს ხელთ.
სირიასა და ერაყში ამერიკული კოალიციის ოპერაციების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი სტივენ თაუნსენდის განცხადებით, ზემოაღნიშნულ ინფორმაციის საფუძველზე რუსეთმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. ,,თუ რუსეთი ამას არ გააკეთებს. მაშინ ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რათა თავი დავიცვათ,,
პალმირასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სირიის რეჟიმის მეთაურმა ბაშარ ასადმაც, რომელმაც ამ ქალაქის ისლამისტების მიერ აღებაში ამერიკელები დაადანაშაულა და გამოთქვა იმედი, რომ მისი არმია მალე გაანთავისუფლებს ქალაქს.

banner
წინა სტატიაშინიდერლანდმა ალეპოში შექმნილი სიტუაციის გამო ირანისა და რუსეთის ელჩები გამოიძახა
შემდეგი სტატიაისრაელის პარლამენტში მოკლე კაბების აკრძალვის გამო თანამშრომლები გაიფიცნენ