ISIS-მა ერთდროულად 4 ტერაქტი განახორციელა

14813619_663353493824841_255069080_nსააგანეტო ,,ანადოლუ აჟანსის,, ცნობით, ტერორისტულმა ორგანიზაცია ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, (ISIS) ერაყის კერკუკში ერთდროულად 4 ტერაქტი განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელ დროს ქალაქ კერკუკში შეპარულ ჯიჰადისტთაგან 4-მა, ასაფეთქებელი მოწყობილობები ქალაქის 4 სხვადასხვა ადგილას ერთდროულად ააფეთქა.
გარდაცვლილთა რაოდენობაზე მონაცემებს თურქული წყარო ამ დრომდე არ ავრცელებს.
ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 24 ოქტომბერს, ISIS მებრძოლებმა მოსულის მისადგომებთან ერაყული არმიის კუთვნილი ,,აბრამსის,, ტიპის ამერიკული ტანკი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით ააფეთქეს. აფეთქების ამსახველ ვიდეოს ისლამისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

banner
წინა სტატიაშიფილიპინების პრეზიდენტი სამხედრო კავშირს მხოლოდ აშშ-სთან აგრძელებს
შემდეგი სტატიასტალინის შვილიშვილის სარჩელი მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა