ISIS-ის ლიდერს შეჰიდის ქამრით ძინავს

15135537_678097695683754_1285527769_n,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიდერს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის თვითმკვლელი ტერორისტების ასაფეთქებელი ქამრით (შეჰიდის ქამარი) ძინავს, რომ დაპატიმრების საფრთხის დროს ცოცხალი არ ჩაბარდეს და თავი აიფეთქოს- აცხადებს ტელეკომპანია ,,ალ-არაბია,,
არაბული წყაროს ცნობით, ერთი კვირის უკან მოსულში მცხოვრებმა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ერაყის არმიის აგენტია, ერაყის დაზვერვას გაუგზავნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალ-ბაღდადი მოსულზე შეტევის დაწყების შემდეგ ძალიან ნერვიული და მოუთმენელი გახდა… და რომ ისლამისტთა ლიდერი, რომელიც ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა თავს, ცუდად გამოიყურება. ,,ალ-ბაღდადი ახლა მოსულის მიწისქვეშა გვირაბებში ცხოვრობს, სადაც მას იცავენ.. თუმცა მას შეჰიდის ქამარი უკეთია რომელსაც ძილის დროსაც არ იხსნის, რადგან ცოცხლად ჩაბარებას არ აპირებს,, აცხადებს არაბული წყარო მისულში მცხოვრებ აგენტზე დაყრდნობით.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს მომავალი სახელმწიფო მდივანი: ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერი რუსეთია!
შემდეგი სტატიარუსეთში მცხოვრებმა სომეხმა ბიზნესმენმა ,,ზენიტ-არენას,, 50 მილიონი მოპარა