ISIS-ის თვითმკვლელმა ტერორისტმა თურქეთში თავი აიფეთქა- დაჭრილია 4 პოლიციელი

ისლამური სახელმწიფოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად თურქეთში 4 პოლიციელი დაიჭრა, მათ შორის 1 მძიმედ. შემთხვევა შაბათ საღამოს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში , ქალაქ გაზიანთეფში პოლიციის რეიდის დროს მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრნობით france24-ი ავრცელებს.
ქალაქი გაზიანთეფი თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარეობს და 300 კილომეტრითაა დაშორებული ანტალიის პროვინციას, სადაც ამ დღეებში ”დიდი ოცეულის” სამიტი იმართება.

banner
წინა სტატიაშისტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად გორში საგანგებო შტაბმა მუშაობა დაიწყო
შემდეგი სტატიაადვოკატის ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელი ლაშა კვირკვაია საავადმყოფოშია