ISIS-ის ქართველი მებრძოლის დედა – “სამი თვეა დაიწყო საუბარი, რომ მუსლიმები უნდა გაერთიანდნენ“

ISIS-ის ქართველი მებრძოლის ბადრი ირემაძის დედის, მერი ირემაძის განცხადებით, შვილი ბოლოს სექტემბერში ნახა, შემდეგ კი ტელეფონზე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ვეღარ ნახავდა.

“ერთი წელია რაც ეს ცვლილება შევნიშნე, 1983 წელსაა დაბადებული, დაოჯახებული იყო, მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში მეუღლემ დატოვა. ორი თვის წინ ბავშვი შეეძინა. სამი თვეა დაიწყო საუბარი, რომ მუსლიმები უნდა გაერთიანდნენ, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში. სულ გაუცხოვდა. ჩვენ ერთ სახლში არ ვცხოვრობთ, რაც დაოჯახდა ჩვენს გვერდით, ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. არაფრით არ წარმომედგინა ეს, რაც მოხდა. ბოლოს ვნახე სექტემბრის ბოლოს. დამემშვიდობა, შემდეგ მობრუნდა და კვლავ დამემშვიდობა. შემდეგ ტელეფონზე დამელაპარაკა და მითხრა, რომ მეტს ვეღარ მნახავდა“, – აცხადებს ბადრი ირემაძის დედა, მერი ირემაძე.

banner
წინა სტატიაშიგაერო Су-24-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებულ შედეგებზე ფიქრობს
შემდეგი სტატიასირიის ოპოზიციის განცხადებით ერთი რუსი პილოტი გარდაიცვალა