
ერაყული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადისტებმა ,,მის ერაყი 2015-ს,, გამარჯვებულის, მწვანეთვალება კირკუკელი ლამაზმანის ტელეფონის ნომერი გაიგეს და მას სექს-ჯიჰადში მონაწილეობა შესთავაზეს… ბოევიკებმა ერაყელ ლამაზმანს, ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბანაკში მისვლა და ამ ორგანიზაციის წევრებთან სექს-ჯიჰადში მონაწილეობა შესთავაზეს… და თან მკაცრად გააფრთხილეს, რომ სექსუალურ მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას სასტიკად გაუსწორდებოდნენ.
როგორც ერაყული მედია იტყობინება, სილამაზის კონკურსის გამარჯვებული შაიმე კასიმ აბდელრაჰმანის ადგილსამყოფელი ამჟამად გასაიდუმლოებულია. ამ მომენტისთვის ის იძულებულია, რომ დაიმალოს… რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
www.timer.ge














