ISIS-ის 40-მდე საიდუმლო გვირაბი ერაყში აღმოაჩინეს (ფოტო)

4192_b 4193_b 4194_b 4196_b 4197_b

ერაყში საიდუმლო დამაკავშირებელი გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც არსებული ინფორმაციით ISIS-ის მიერ არის გათხრილი. ინფორმაციას ამის შესახებ Dailymail-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით გვირაბები ერაყის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. გვირაბების რაოდენობა დაახლოებით 40-ია და ის მოიცავს საძილე ადგილებს, მასში არის ელქტრო გაყვანილობა, ამერიკული ბომბების შესაქმნელი ხელსაწყოები, საჭმელი, ტანსაცმელი და კორეაში დამზადებული სამედიცინო ნივთები.

Dailymail-ის ინფორმაციით გვირაბები გრძელია და ის საცხოვრებელ სახლებს აკავშირებს.

გვირაბები ქურთმა სამხედროებმა, ერაყის ჩრდილო-დასავლეთით აღმოაჩინეს.

ეს ტერიტორია წელიწადზე მეტი ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ კონტროლირდება და ამ ადგილის გათავისუფლება სულ ცოტა ხნის წინ მოხდა.

banner
წინა სტატიაშიორმა კომიტეტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: შევეცდებით, მოსახლეობას პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე განვადება არ დასჭირდეს