ISIS-ი დანაღმული დრონების გამოყენებაზე გადავიდა

14686402_655960004564190_1236331850_nერაყსა და სირიაში მოქმედი კოალიციის ხელმძღვანელობაში მყოფი ამერიკული სარდლობა აცხადებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფო,, (ISIS) საბრძოლო არსენალში დანაღმულ უპილოტო საფრენ აპარატებს, დრონებს იყენებს…
პირველი შემთხვევას, რომელიც ISIS-ის მიერ დანაღმული დრონების გამოყენებაზე გახდა ცნობილი, ერაყში ქურთული შეიარაღებული ძალების ,,ფეშმერგას,, ორი მეომარი შეეწირა… ,,ფეშმერგას,, მეომრებმა შეამჩნიას, რომ მათი დისლოკაციის ადგილს ISIS-ის დრონი ათვალიერებდა და ის ჩამოაგდეს… ჩამოგდებული დრონთან ორი ქურთი მებრძოლი მივიდა, რათა მასში მოთავსებული გადამცემი გაეთიშა… დაშლის დროს დრონში აკუმულატორად შენიღბული ნაღმი აფეთქდა და ორივე მებრძოლი იმსხვერპლა…
საფრანგეთის სარდლობის განცხადებით, დრონის აფეთქების ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ორი ფრანგი სამხედრო დაიჭრა…
აღსანიშნავია, რომ ისლამისტები როგორც დასაზვერად ასევე ნაღმებად, ჩვეულებრივ, მასიურ გაყიდვაში არსებულ დრონებს იყენებენ და მათ დიდი მასშტაბის, სამხედრო დრონები არააქვთ, რაც მათ ხელში განსაკუთრებით საშიშ იარაღად იქცეოდა.

banner
წინა სტატიაშიკერი და ლავროვი სირიის კრიზისის გამო შეხვდებიან
შემდეგი სტატიაქართველი 7-ანის 7 გოლი – ჩემპიონთა ლიგაზე