ISIS-თან დაკავშირებით აშშ-მ რუსეთის შეთავაზება არ მიიღო

აშშ-ს თავდაცვის უწყება – პენტაგონმა, რუსეთის შეთავაზებაზე. რომ ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ისლამურ სახელმწიფოზე,, (ISIS) ერთობლივი საჰაერო ოპერაცია განეხორციელებინათ, უარი განაცხადა.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლას, მხოლოდ კოალიციაში შემავალი ძალებით გააგრძელებენ და მესამე ქვეყნის ჩართვას არ ემხრობიან.
„კოალიცია, სირიასა და ერაყში სირიის რეჟიმის და რუსეთის მოთხოვნის მიხედვით ოპერაციებს არ განახორციელებს. მესამე პირები, რომლებიც ჩვენი კონტროლის ტერიტორიაზე ტერორისტების ჰყოფნის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობით საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას ჩავატარებთ და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“ ნათქვამია პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ს მეთაურობით შექმნილ კოალიციას სირიაში, რუსული შენაერთების ჩართულობით, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ISIS-ის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია პირველად შესთავაზა.

banner
წინა სტატიაში დავინჩის ,,ქრისტე,, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახატი გახდა
შემდეგი სტატიაპუტინი უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს მოეთათბირა