ISIS-ის ტერორისტებმა რუსი აგენტები 10 წლის ბავშვს მოაკვლევინეს

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა რუსი აგენტები სიკვდილით დასაჯეს. დაჯგუფებამ ინტერნეტში ვიდეო გაავრცელა, სადაც ორი მამაკაცია ნაჩვენები – ჯამულატ მამაევი და სერგეი აშიმოვი. ტერორისტისა და მძევლების საუბარი რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

მძევლები აღიარებენ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები არიან, ხოლო მათი მისია ისლამური სახელმწიფოს მხარეს მებრძოლი რუსების გამოვლენა და მათი ლიდერის ლიკვიდაცია იყო.

ამის შემდეგ კადრებზე ჩანს, რომ ტერორისტთან ერთად მყოფი შეიარაღებული მცირეწლოვანი ბავშვი მძევლებს კეფაში ესვრის და კლავს. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის სპეცსამსახურებს კომენტარი ჯერ ჯერობით არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ვაგრძელებთ სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს” – იანოშ ჰერმანი
შემდეგი სტატიაე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება ქვეყანაში 90%-ით შემცირდა