“ისინი ომს იყენებენ არჩევნების თავიდან ასარიდებლად” – დონალდ ტრამპი

“ისინი ომს იყენებენ არჩევნების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს” – ამის შესახებ აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპი „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, უკრაინაში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ დიდი დრო გავიდა

ამერიკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ისევ ზელენსკი გაიმარჯვებს.

„დიახ, ვფიქრობ, ამის დრო დადგა. ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს იყენებენ არჩევნების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს. და შესაძლოა, ზელენსკიმ გაიმარჯვოს. არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ მათ დიდი ხანია, არჩევნები არ ჩაუტარებიათ. იცით, ისინი დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ საქმე იმ წერტილამდე მიდის, სადაც დემოკრატია აღარ არის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიროგორ აფასებენ ექსპერტები ახალ საგანმანათლებლო რეფორმას?! – “საბჭოთა წარსულში დაბრუნება”
შემდეგი სტატია“ქართველმა ხალხმა რადგან ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, მე თვითონ გაგიღოთ ეს კარი” – სააკაშვილი