ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს – საზარელ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი

სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებული ახალგაზრდის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მცხეთის რაიონულ სასამართლოში. სასამართლო დაკავებული მწყემსისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს.
ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დაკავებულმა მწყემსმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესისას ისაუბრა. მალხაზ კობაური ამბობს, რომ სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს და შემთხვევის ადგილზე ” ორი უცხოელი მამაკაცი იყო“. „ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, – განაცხადა კობაურმა.
გამოძიების ვერსიით, მალხაზ კობაურმა ჯერ რაინ სმიტი მოკლა, შემდეგ 4 წლის ბავშვს ესროლა.
საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა ვრცლად ისაუბრა. დავით ყაზარაშვილის განმარტებით, ხადას ხეობაში მკვლელობა 20 წლის მწყემსმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ჩაიდინა. ბრალდების მხარის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხეობაში გადაადგილებისას, სავარაუდოდ, შენიშვნა მისცა მწყემსს სანადირო თოფთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიიარაღის მოხმარების წესის დარღვევა – პროკურორი სიმტებსა და მწყემსს შორის შელაპარაკების მიზეზესს ასახელებს
შემდეგი სტატია„ჩემი დის შვილი მკვლელი არ არის“ – დაკავებული მწყემსის დეიდა