გიორგი ბოტკოველი: ისინი კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას

“ერთადერთი რამ, რაც დღეს ჩვენ “ქართული ოცნების” ყრილობაზე მოვისმინეთ არის ის, რომ ისინი კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ სამუშაო ადგილებს, უკეთეს ცხოვრებას, რასაც “ქართული ოცნება” არ უზრუნველყოფს.” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანი გიორგი ბოტკოველი “ქართული ოცნების” ყრილობაზე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის და მოსახლეობას არ უჭირს.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით – “მთავარი, რაც დღეს ჩვენ “ქართული ოცნების” ყრილობაზე მოვისმინეთ არის ის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამ ქვეყანაში არ აპირებს იზრუნოს ადამიანებზე, ისინი დარწმუნებულები არიან და კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, არის სამუშაო ადგილები, უკეთესი ცხოვრება, ღირსეული შემოსავალი, თუმცა მთავარი ოპონენტი ამ შემთხვევაში არის არა “ქართული ოცნება”, არამედ ის პროცესი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ – ქვეყანაში უნდა შეიქმნას ღირსეული სამუშაო ადგილები, ეკონომიკა და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება იმისა, რომ იცხოვრონ ისეთ სახელმწიფოში, სადაც მათ არ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა.” – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა “ქართული ოცნების” ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის და ხალხს არ უჭირს.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე ნატოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალოდ გამარჯვებისთვის