“ისინი ერთპიროვნულ მმართველს ემორჩილებიან, როგორც ფეოდალს” – თამარ კორძაია ივანიშვილზე საუბრობს

news
ავტ.: news სექტემბერი 15, 2016 18:55

“ისინი ერთპიროვნულ მმართველს ემორჩილებიან, როგორც ფეოდალს” – თამარ კორძაია ივანიშვილზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას “რესპუბლიკურ პარტიაში” პასუხობენ. როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ კორძაია აცხადებს, ივანიშვილის გუნდში არავინ არაფერი იცის, რადგან გადაწყვეტილებებს თავად ბიძინა ივანიშვილი იღებს.

“ბატონი ივანიშვილი როდესაც ამდენ დროს უთმობს “რესპუბლიკურ პარტიას” და ძალიან აღელვებული ცდილობს ისაუბროს იმაზე, რომ ჩვენ ვტყუით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ნამდვილად სიმართლეს ვლაპარაკობთ. როდესაც ჩვენ უსამართლოდ გვირტყამენ, ჩვენ ბევრ ინფორმაციას გავახმოვანებთ და ვილაპარაკოთ საჯაროდ და ეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ბიძინა ივანიშვილს. იცით როგორ მიიღება გადაწყვეტილებები იმ გუნდში, “რესპუბლიკური პარტიისგან” განსხვავებით, რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი იმას აკეთებენ და ისინი არასდროს არაფრის საქმის კურსში არ არიან იმიტომ, რომ მოლაპარაკებებს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი აწარმოებდა ყოველთვის, ისინი ერთპიროვნულ მმართველს ემორჩილებიან, როგორც ფეოდალს და რა თქმა უნდა, ორგანულად მიუღებელნი გავხდით მათთვის “ – განაცხადა კორძაიამ.

news
ავტ.: news სექტემბერი 15, 2016 18:55