„ისინი ცდილობენ რაღაც არასწორი მათქმევინონ“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე არ მივა

მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. მაჩალიკაშვილი სუს-ში მისვლას არ აპირებს. იგი სუს-ში დღეს 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ რამადანის მნიშვნელობიდან გამომდინარე მისმა ადვოკატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს და გამოკითხვის გადადება რამადანის დასრულებამდე ითხოვეს, თუმცა სუს-ის გამომძიებლებისგან უარი მიიღო.

„რომც არ ყოფილიყო რამადანი, მე მაინც არ წავიდოდი. იმიტომ იქ არ არის ჩემი გამოსაკითხი, მე რომ გამომკითხონ რაღაცა. ოთხჯერ 6-7 საათი გამომკითხეს, მეხუთედ 10 საათი გამომკითხეს. იქ თემირლანზე საუბრობენ, ისინი ცდილობენ რაღაც არასწორი მათქმევინონ,“- აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე, 2018 წლის მაისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.

banner
წინა სტატიაში“რა სახელი და გვარიც არ უნდა ეწეროს სარჩელს, ეს არის ივანიშვილის ბრძოლა „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ”
შემდეგი სტატიადავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოკითხვაზე მივიდა