ისინი არიან შეუვალ, უკომპრომისო პოზიციაზე – კაციტაძე პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის უარს ეხმაურება

როგორც ჩანს, ისინი არიან შეუვალ, უკომპრომისო პოზიციაზე – ეს განცხადება, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ გააკეთა. კაციტაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მხრიდან მმართველი გუნდისთვის 4 პუნქტიან შეთავაზებაზე მმართველი გუნდის უარს გამოეხმაურა.

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მმართველი გუნდის მხრიდან დათმობაზე წასვლას არ ელის და პოლიტიკურ რისკზე საუბრობს.

„მეტი კონსტრუქტივიზმი, მეტი შემხვედრ მიმართულებით სვლა, მთელი ოპოზიციის, პრეზიდენტის პარლამენტის უმრავლესობისკე და ზოგადად ხელისუფლებისკენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, ისინი არიან შეუვალ, უკომპრომისო პოზიციაზე და მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური რისკის გაწევა ანუ არ დათანხმება ოპოზიციის შემოთავაზებებზე და შემხვედრი მიმართულებით არსვლა უფრო კარგია, ვიდრე კონსენსუსის მიღწევა,“ – აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს. დოკუმენტის მიღებამდე, კონსტიტუციის არსებულ რედაქციას პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე წარადგენს. თუმცა, სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები პარლამენტის დელეგაციამ კომისიის ხელმძღვანელობასთან უკვე განიხილა.

banner
წინა სტატიაშითუ დაემატება მესამე, მეხუთე ან სხვა რაოდენობის საკითხი, ჩვენ ვიმსჯელებთ ვეტოს დაძლევაზე – მდინარაძე პრეზიდენტის შეთავაზებაზე
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი მსოფლიო პოლიციელთა ოლიმპიადაში გამარჯვებულ შსს-ს თანამშრომლებს შეხვდა