“ისინი ამით ფულს შოულობენ და ეს შეესაბამება მათ დღევანდელ პოლიტიკას” – ზელენსკი ამერიკაზე

“ისინი ამით ფულს შოულობენ და ეს შეესაბამება მათ დღევანდელ პოლიტიკას”, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პუნქტები 28-დან 20-მდე შემცირდა.

„ამერიკელებს სურთ კომპრომისის პოვნა, მაგრამ როდესაც საქმე ტერიტორიებს ეხება, კომპრომისი არ არსებობს“, – თქვა ზელენსკიმ.

რაც შეეხება უკრაინისთვის ამერიკის მიერ იარაღის მიწოდებას, ზელენსკი აღნიშნავს, რომ ამერიკელები განაგრძობენ იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის.

„ისინი ამით ფულს შოულობენ და ეს შეესაბამება მათ დღევანდელ პოლიტიკას“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

banner
წინა სტატიაში“უკრაინა ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობებზე არ წავა” – ზელენსკი
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა