25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

იშვიათი დაავადებების მართვისთვის ახალი რეგისტრი იქმნება — რა იცვლება პაციენტებისთვის

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა, სადაც იშვიათი დაავადებების მართვის საკითხები და ახალი სახელმწიფო პროგრამა განიხილეს.

შეხვედრის მთავარი თემა სახელმწიფო პროგრამის ახალი კომპონენტი იყო, რომელიც ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების (მათ შორის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის) მქონე პაციენტების სრულფასოვან მეთვალყურეობას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტებს უფასოდ მოემსახურებიან ნევროლოგი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი, ენდოკრინოლოგი, ორთოპედი, გასტროენტეროლოგი და ნუტრიციოლოგი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს. პროგრამა მოიცავს წელიწადში ერთხელ სტაციონარულ და ორჯერ ამბულატორიულ მომსახურებას.

მინისტრის განცხადებით, უწყება ფინალურ ეტაპზეა იშვიათი დაავადებების სპეციალური რეგისტრის შექმნაზე, რაც დარგის სისტემურ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სერვისების გაძლიერებასა და რეაბილიტაციის კომპონენტის დახვეწას, რათა აჭარაში მცხოვრებმა პაციენტებმა საჭირო მკურნალობა რეგიონიდან გაუსვლელად მიიღონ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქმედი იარაღისა და დრონების კონტრაბანდის არხი გაანეიტრალა
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე: ნიკა მელიასაც მოვუწოდებ და მიშასაც, ან საერთოდ ნუ იტყვიან, ან ბოლომდე თქვან!