ISFED საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გატაცება და შევიწროება ისევ გრძელდება

როგორც სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებაში ვკითხულობთ, 2008 წელს რუსულმა მხარემ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

“დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსულმა მხარემ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ, რითაც ათასობით ადამიანი დააზარალა. 12 წლის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გატაცება და შევიწროება ისევ გრძელდება.

კიდევ ერთხელ ვიხსენებთ 2008 წლის აგრესიის მსხვერპლებს და თანადგომას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი- ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს გამხდარიყო ღირსეული
შემდეგი სტატიაევროპული საქართველო: ქართული ოცნება იმდენად შეშინებულია, რომ ჩვენი პლაკატების ჩამოხევა დაიწო