ISFED: “ქართულმა ოცნებამ” პარტიული აქტივისტები რიგით მოქალაქეებად გაასაღა

“ქართულმა ოცნებამ” პარტიული აქტივისტები რიგით მოქალაქეებად გაასაღა – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზიაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

როგორც ISFED წერს, დღეს 13 ივნისს, პოლონეთის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქცია გაიმართა. თუმცა მათი თქმით, აქცია, რომლის მოთხოვნაც იყო, ბოდიში მოეხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც საქართველოს მტრად და „დიფ სთეითის“ მეგობრად გამოცხადდა, პროპაგანდისტულმა მედიამ მოქალაქეთა პროტესტად წარმოაჩინა.

12 ივნისს პოლონეთის სეიმში მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობს, რათა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს ან შეეზღუდოს, რის მიზეზადაც მან ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და მიგრაციასთან დაკავშირებული წუხილები დაასახელა. აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, დავით მათიკაშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან ტუსკისა და პოლონეთის მთავრობის საწინააღმდეგო გზავნილების გავრცელება მოჰყვა.

დღეს კი 13 ივნისს, კი პოლონეთის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქცია გაიმართა. თუმცა აქცია, რომლის მოთხოვნაც იყო, ბოდიში მოეხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც საქართველოს მტრად და „დიფ სთეითის“ მეგობრად გამოცხადდა, პროპაგანდისტულმა მედიამ მოქალაქეთა პროტესტად წარმოაჩინა. გზავნილები აქტიურად გავრცელდა სოციალურ მედიაშიც, როგორც „მოქალაქეთა პროტესტი“.

„ქართული ოცნება“, რომელსაც სურს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდაჭერის ილუზიის შექმნა, პერიოდულად მიმართავს პროპაგანდის შემდეგ მეთოდს: იგი პროპაგანდისტული მედიის მეშვეობით ქმნის ბუნებრივად წარმოქმნილი პროტესტის სიმულაციას – პარტიის ახალგაზრდული ფრთის მობილიზებით მართავს საპროტესტო აქციას, თითქოს ეს დამოუკიდებელი მოქალაქეების სპონტანური გამოხმაურებაა. აქციის შინაარსი ემთხვევა პარტიის დღის წესრიგს, ლოზუნგები კარგად გათვლილია, ხოლო მონაწილეები მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან პარტიულ სტრუქტურებთან. პროპაგანდისტული მედია ამგვარ აქციას აშუქებს, როგორც საზოგადოებრივ გაღიზიანებაზე დაფუძნებულ მოვლენას. აქცენტი კეთდება „შეშფოთებულ მოქალაქეებზე“, „გაბრაზებულ ახალგაზრდებზე“ და როგორც ტელევიზიით, ისე სოციალური მედიით ვრცელდება მათი გზავნილები, როგორც „მოქალაქეთა გამოხმაურება“”- წერს ISFED.

banner
წინა სტატიაშინიკა მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და მშვიდად და ღირსეულად წავიდა ტყვეობაში-თინა ბოკუჩავა
შემდეგი სტატია“თუ ევროპა სერიოზულად გეგმავს ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის შექმნას, მაშინ საქართველო მისი განუყრელი ნაწილია” – მაიკლ კლარკი საქართველოსა და ევროპაზე