ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე იქნება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ პოზიციაზე, ელენე ნიჟარაძის ადგილას, ნინო დოლიძე აირჩია – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე ვეცნობით.

“ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ნინოს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ნინო დოლიძე მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 22 თებერვლიდან შეუდგება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ბოლო 24 საათში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის 618 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა დავუშვით