ISFED 16:00 საათის შემდეგ, უბნებზე კენჭისყრის დასრულებამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” 16:00 საათის შემდეგ, უბნებზე კენჭისყრის დასრულებამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, დარღვევები დაფიქსირდა როგორც უბნის შიგნით, ისე გარეთ, კერძოდ:

უბნის შიგნით დაფიქსირდა ისეთი სახის დარღვევები, როგორიც არის მარკირების პირთა მიერ ხმის მიცემა, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობა და მარკირების გაკეთება შემოწმებასთან დაკავშირებით სხვა ხარვეზები;
კვლავ გრძელდებოდა სამართლიანი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ტენდენცია, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა-ზეწოლის ფაქტები;
ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერებთან დაკავშირებული ფაქტები, მათ შორის ისეთი შემთხვევები, როცა ამომრჩეველს შესაბამის ველში, მისი სახელით გაკეთებული ხელმოწერა დახვდა;
რამდენიმე უბანზე შეინიშნებოდა უბნის შიგნით დაძაბული გარემო.

რაც შეეხება, უბნის გარე ტერიტორიებს:

ფიქსირდებოდა პირთა საეჭვო შეკრებისა და ამომრჩეველთა მობილიზების შემთხვევები;
ზოგიერთ უბანზე მიმდინარეობდა ამომრჩეველთა აღრიცხვა;
დაფიქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამკვირვებლებისთვის მტრული გარემოს შექმნის ფაქტები, მათ შორის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებზე;
ამ ეტაპისთვის, 16:00 საათის შემდეგ გარეთ, სავარაუდო, მოსყიდვის ორი ფაქტი დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიცესკო – ვაზისუბნის 62-ე უბანზე ელექტროენერგიის გათიშვა მოკლე ჩართვის გამო, მოხდა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას