ISFED​: ალტ-ინფოს ვებგვერდი Facebook-მა წაშალა

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმის, ალტ-ინფოს ვებგვერდი Facebook-მა მათი შეტყობინების საფუძველზე წაშალა.

ISFED-მა Facebook-ს მიმართა და ალტ-ინფოს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა.

“Facebook-ის შესაბამისი განყოფილების გადაწყვეტილებით, ალტ-ინფომ Facebook-ის გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია”, – წერია განცხადებაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან
შემდეგი სტატიააჭარის პოლიციის უფროსი ესებუაზე: მივხედავთ, როცა საჭირო იქნება