ისევ სკანდალი: თეთრი სახლის საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა 11.000-ზე მეტმა ადამიანმა შემთხვევით მიიღო

აშშ-ის საერთო სამსახურების ადმინისტრაციამ (GSA) თეთრი სახლის საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლება მისდაუნებურად მისცა 11.200 თანამშრომელს. ამის შესახებ The Washington Post წერს, რომელიც საკუთარ წყაროებს ეყრდნობა.

საიდუმლო დოკუმენტებს შორისაა თეთრი სახლის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრთის სართულების გეგმა, საბანკო და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 15-დან 9 ფაილი კონტროლირებადი არასაიდუმლო ინფორმაციის სტატუსისაა, რაც განსაკუთრებულ დაცვას ითვალისწინებს. მსგავსი ფაილების არასათანადო განვრცობით გაზიარების ფაქტები 2021 წლიდან, ბაიდენის ადმინისტრაციიდან იღებს სათავეს და გაგრძელდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც. ბოლო ასეთი შემთხვევა გასულ კვირას დაფიქსირდა. შეცდომის მიზეზი გახდა GSA-ს თანამშრომლის მოქმედება, რომელმაც Google Drive-ს პარამეტრები ისე შეცვალა, რომ ყველა თანამშრომელს შეეძლო ფაილების არამხოლოდ ნახვა, რედაქტირებაც კი.

შეცდომის შესახებ ცნობილი გახდა უსაფრთხოებაზე გეგმიური შემოწმების დროს. IT სპეციალისტებმა უკვე შეუზღუდეს წვდომა არაუფლებამოსილ პირებს, ხოლო ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრიც ჩატში უფლებებისა და წვდომის აღრევისთვის დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ უკვე გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიომის 1153-ე დღე: რუსეთმა ე.წ. “სააღდგომო ზავი” დაახლოებით 3.000-ჯერ დაარღვია
შემდეგი სტატია“მათ შურისძიების მახვილი უნდა მიეღოთ და მიიღეს კიდეც”, – პუტინი სუმის დაბომბვაზე