“ისევ შეწყალებაზე… პრეზიდენტი საკუთარი ვნებებისა და ემოციების მიხედვით არ მოქმედებს”

,,და ისევ შეწყალებაზე…

1. ფუნდამენტურად არასწორია შეწყალების დროს იმის გარჩევა ესა თუ ის ადამიანი მართლა დამნაშავე იყო თუ არა;

2. პრეზიდენტი არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო და ის ვერც გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს და ვერც სასამართლოს განაჩენის რევიზიას მოახდენს;

3. შეწყალება ჰუმანური აქტია და ძალიან კონკრეტული, აღწერადი და ადვილად გასაგები მიზეზები და გარემობები უნდა არსებობდეს როდესაც ამ ჰუმანურ აქტს ანხორციელებ სახელმწიფოს სახელით;

4. პრეზიდენტი საკუთარი ვნებებისა და ემოციების მიხედვით არ მოქმედებს, ის სახელმწიფოს სახელით მოქმედებს და ზუსტად ამიტომ არსებობს ყველა ქვეყანაში, ჩვენთანაც, სპეციალური წესი რომელიც ადგენს შეწყალების ჩარჩოებს, პროცედურებს და სხვა. სხვაგვარად რომ იყოს ასეთი წესი არ იარსებებდა;

5. არ ვეთანხმები, რომ მაგალითად პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებულის, ან ზოგადად მკვლელობისთვის გასამართლებულის შეწყალება არასოდეს, არცერთ ვითარებაში არ უნდა შეიძლებოდეს, ყველაფერი კონტექსტუალურია და შესაძლოა შეიქმნას ამგვარი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღების საჭიროება;

6. ის რაც მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია არის ამგვარი გადაწყვეტილებების დასაბუთების არ არსებობა, ან არ გასაჯაროება, ვინაიდან კიდევ ერთხელ გადაწყვეტილება სახელმწიფოს სახელით მიიღება და მე და თქვენ, ვინც ამ პოსტს კითხულობ, ისეთივე მონაწილე ვართ მისი როგორც პრეზიდენტი რომელიც ხელს აწერს.

7. პრეზიდენტს დემოკრატიაში არა აქვს იმის უფლება და ფუფუნება ზურგით იდგეს ან ზევიდან უყურებდეს ხალხს რომელიც ითხოვს პასუხებს და განმარტებებს. მას ეს ხალხი აუცილებლად დასჯიდა, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც
– პრეზიდენტს იმასაც კი ვერ ვეტყვით რომ ანგარიშვალდებული ხარო, ვინაიდან მთავარი არ გვაკავშირებს მასთან გადასახადებით რომელსაც ვიხდით, საკუთარი სახელმწიფოსგან ხელფასსაც კი არ იღებს

– რომ არ აგვირჩევია ეს გახსენებადაც არ ღირს “-წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი

banner
წინა სტატიაში,,ბიუროკრატიული ხუშტურების გამო შეჩერებული საარსებო შემწეობა და შიმშილისთვის განწირული მოქალაქეები“ – თეონა ჭალიძე NDI-ის კვლევას ეხმაურება
შემდეგი სტატია„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით,განცხადებას ავრცელებს