სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი მაკო არაბული წერს, რომ შვიდწლიანი საქმიანობის შემდეგ, რეორგანიზაციის საბაბით, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურმა ამ 11 წლის განმავლობაში გარკვეული ინსტიტუციური განვითარების ეტაპები გაიარა და ნელ-ნელა ყალიბდებოდა მიდგომა, რომ საჯარო მოხელე ხალხისა და კონსტიტუციის წინაშეა ანგარიშვალდებული, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეს მცირე მონაპოვარიც ჩამოინგრა. ისევ დავბრუნდით საბჭოთა მენტალიტეტში, რომ საჯარო მოხელე არა ხალხის, არამედ მმართველი პარტიის ან ხელმძღვანელის წინაშეა ანგარიშვალდებული“, – წერს ის სოციალურ ქსელში.








