“ისეთი უმრავლესობით მოვალთ პარლამენტში, რომ აუცილებლად დავაფიქსირებთ ქორწინების საკითხზე ცვლილებას კონსტიტუციაში”

ისეთი უმრავლესობით მოვალთ პარლამენტში, რომ აუცილებლად დავაფიქსირებთ ამ ცვლილებას კონსტიტუციაში,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრას ეხება.

პრემიერ-მინისტრი ამ თემაზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

როგორც ცნობილია, ცესკო-მ ქორწინების ცნების განსაზღვრის შესახებ სარეფერენდუმო კითხვა საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორი იქნება პრემიერის პოზიცია, თუ პრეზიდენტი ფერეფერნდუმის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაში“არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული თეორიები, ყველა ქვეყანას სჭირდება მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა”
შემდეგი სტატიათელავში ვალერი კვარაცხელიას მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს კვერცხები ესროლეს