ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც მესამე მოსმენით 67 წამში დაამთავრეთ, ბატონო ანრი, ეს „ნორმალურია“, მარათონია, თუ კომიტეტი? – მსხილაძე

„ამბობთ, რომ შინაარსობრივ განხილვასა და მუხლებში ვერ შევალო, ეს თუ ნორმალურია? მესმის, რომ აქ ხმამაღლა ვერ იტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს ამას მიხვდებით“, – მიმართა ოხანაშვილმა მსხილაძეს.

თავის მხრივ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ მან ზუსტად გასცა პასუხი იმ შეკითხვებზე, რომლის მანდატიც ჰქონდა.

„მუხლობრივ განხილვაში მე ვერ შემოვიდოდი და ჩემგან დარღვევად ის თუ გგონიათ, რომ კანონის მუხლობრივ განხილვაში არ შემოგყევით, ამით რაღაც დავარღვიე და ვისაც წარმოვადგენ, კომპეტენცია და გაკვეთილები ჩამიტარეთ, იურიდიული კომიტეტისთვის ეს მიუღებელია. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც მესამე მოსმენით 67 წამში დაამთავრეთ, ბატონო ანრი, ეს „ნორმალურია“, მარათონია, თუ კომიტეტი? ეს არის საკითხავი. პრეტენზიები ჩემთან ნუ გექნებათ, ძალიან გთხოვთ“, – განაცხადა მსხილაძემ.

ამის შემდეგ, მას ოხანაშვილმა კითხვით მიმართა, დაესახელებინა, რა დროში სრულდება მესამე მოსმენით განხილული საკითხები, რა დროში სრულდება კომიტეტი.

„67 წამში დამთავრებული რომელიმე კომიტეტი დამისახელეთ, გინდა მესამე იყოს და გინდა მეოთხე“,- უპასუხა გიორგი მსხილაძემ ანრი ოხანაშვილს, რომელმაც თავის მხრივ ასეთი პასუხი გასცა: „არაერთი“.

ამის შემდგომ ოხანაშვილმა მსხილაძეს შეკითხვა კიდევ დაუსვა.

„ბატონო გიორგი, მომესმა, თუ მართლა თქვით, რომ პრეზიდენტმა მუხლობრივ განხილვაში შესვლის მანდატი არ მოგცათ?“ აღნიშნულ კითხვაზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პასუხი ოხანაშვილისადმი იყოს ის, რომ მას ეს „მოესმა“.

banner
წინა სტატიაშიაშშ თქვენს გვერდით დგას – ჰარისის წერილი საქართველოს პრეზიდენტს
შემდეგი სტატია„აგენტის კანონისთვის“ რომ დაასანქცირონ ჩვენი პარლამენტის წევრი რა უნდა დაადგინოს საქართველოს სასამართლომ – გოცირიძე თურნავას