“ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ კომპრომატად არ იქცეს ეს,”-სოსო ჯაჭვლიანი ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს

ამაზრზენი და ამორალური-ასე აფასებენ უმრავლესობაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მორიგ შემთხვევას. დეპუტატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დამნაშავეების გამოვლენა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა განმარტა აღნიშნული ქმედება მიმართულია ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ.

„ძალიან ამაზრზენი დანაშაულია და ყველაფერთან ერთად მიმართულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის წინაღმდეგ. მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველას ერთი მტერი გვყავს დ ამ მტერს უნდა შევეგებოთ საზოგადოებრივი კონსოლიდაციით და უნდა შევეგებოთ ძალიან კარგად მომზადებული ინსტრუმენტებით, რომ მსგავსი რაღაცეები არ გამეორდეს და ვინც ეს ჩაიდინა, ვინც გადაიღო, ვისი პოლიტიკური მრწამსიც იყო და ვინც გაავრცელა ყველას პასუხი უნდა მოვთხოვოთ უმკაცრესად,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დამნაშავეების დაუყოვნებლივ გამოვლენის აუცილებლობაზე საუბრობს დეპუტატი თამარ ხიდაშელიც, რომელიც განმარტავს, რომ მიმდინარე მოვლენები ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცილდება.

„ხელისუფლების უმთავრესი დანიშნულებაა, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ კადრების დამამზადებლის და გამავრცელებლის იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ამაზრზენ პრაქტიკამდე მივდივართ. ეს ემსახურება ადამიანების მორალურ განადგურებას, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია,“-განაცხადა ხიდაშელმა.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს, მართლა ამაზრზენია ამაზე ლაპარაკი, მე რომც მქონდეს საშუალება არ შევხედავ მაგრამ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ კომპრომატად არ იქცეს ეს. საერთოდ პოლიტიკაში უნდა იყვნენ წესიერი ადამიანები“-აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.

ამავე თემას ეხმაურება უმრავლესობის წევრი თეიმურაზ ჭკუასელი, რომელიც აცხადებს, რომ „ვინც ამას აკეთებს ავადმყოფია.“

banner
წინა სტატიაში,,ძვირფასო ბატონო ბიძინა”- ნათია ფანჯიკიძის მიმართვა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: “სუსი კიბერ დანაშაულისთვის 23 წლის გოგონას კითხავს”