მოსკოვში კუჭავას უახლოესი მეგობარი კახა თარგამაძეა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 19, 2016 18:23

მოსკოვში კუჭავას უახლოესი მეგობარი კახა თარგამაძეა

„მოსკოვში კუჭავას უახლოესი მეგობარი კახა თარგამაძეა“,- „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-ს მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება.

"გამოფხიზლდი ოეეე"–გივი თარგამაძე

„აი ეს სავალალო ტიპი მიჰყავთ ოცნების სიაში, როგორც ახალი, კვალიფიციური სახე. მოუსმინეთ, რეებს ბოდავს იმისათვის, რომ ტყუილები გაასაღოს პროფესიულ გამოძიებად. მკვლელმა ყველაფერი ზედმიწევნით დაგეგმა, გვამი დასანაწევრებლად გაამზადა, ამის მაგივრად თავი დაინაწევრა, ფეხზე ცელოფანი და მოკლულის ფეხსაცმელი ჩაიცვა, მისივე შარვალი ამოიცვა, ჯიბეში სისხლიანი პასპორტი ჩაიდო და და ისე დაიწყო უცნობ პირებთან ერთად ქალაქის ცენტრში ჯირითი… აი ეს ბოდვა არის გამოძიების ვერსია… აქვე ჭაბუკი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ძირშივე კლავს ვერსიას მკვლელობის სამსახურებრივი საქმიანობის მოტივით, მაგრამ, ხვდება რა, რამდენად საშიშია პროკურორის მკვლელობის ამგვარი გაბაიბურება, ყველას აფრთხილებს, პროკურორები საქმიანობის გამო არ მოკლათ, აზრი არ აქვსო. აქვე წინასწარ აანონსებს, რომ საქმე გამოუძიებელი დარჩება, ამბობს რა, რომ მოტივი მხოლოდ იმ ორმა ადამიანმა იცოდა, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. შემდეგ ტრადიციულად გვამისამართებს 2005-2009 წლებში, რომელთა განმავლობაში, თითქოს, კუჭავა მუდმივად სასტიკ დანაშაულებს სჩადიოდა, რომლებსაც არ იძიებდნენ და ამის მაგალითად მისი დის გაქრობა მოჰყავს. შვილო, კუჭავას და 2012 წლის ოქტომბერში გაქრა, ამიტომ, თუ გამოძიებას ითხოვ, საკუთარ კოლეგებთან მოიკითხე. და ისიც ახსენი, პროკურორის მკვლელობაზე არცერთი ქვეყნის პირველი პირი, პროკურატურის პირველი პირიც კი რატომ არ აკეთებს განცხადებას და შენ რატომ გაბოდიალებენ. უკულტურობა კი, რომელსაც ოპოზიციას ედავები, თავად შსს მინისტრის მოადგილედ შენი, წარუმატებელი ფსიქიატრის, მუშაობაა. ქართულო ოცნებავ, ღმერთმა ეს ბიჭუნა 2016 წლის არჩევნებზე წაგებაში მოგახმაროთ.
P.S. მოსკოვში კუჭავას უახლოესი მეგობარი კახა თარგამაძეა. ისე, ცნობისათვის’, – წერს გივი თარგამაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 19, 2016 18:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics