,,ისე არ მოხდეს, რომ ოპერამ დაკარგოს პიროვნება და პოლიტიკამ ვერ შეიძინოს”

ისე არ მოხდეს, რომ ოპერამ დაკარგოს პიროვნება და პოლიტიკამ ვერ შეიძინოს, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბფირინგზე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა და მას წარმატებები უსურვა.

მისივე განცხადებით, კარგი მომღერალი, კარგი სპორტსმენი, კარგი ბიზნესმენი და კარგი ექიმი არ ნიშნავს კარგ პოლიტიკოსს.

„პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა სიახლე არ არის. მას შემდეგ, რაც კონკრეტული ფონდი ჩამოყალიბდა და გარკვეული აქტივობები დაფიქსირდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ის პოლიტიკაში მოვიდოდა. უბრალოდ ამას გარკვეული დრო დასჭირდა“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე განცხადებით, ის ვერ უწინასწარმეტყველებს ორი დღის გამოცხადებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმატებას ან წარუმატებლობას და ამბობს, რომ საზოგადოება თუ დაუჭერს მხარს პაატა ბურჭულაძის ახალ პარტიას ამას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ვიხილავთ.

მამუკა კაციტაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პაატა ბურჭულაძე ”ნაციონალური მოძრაობის” სატელიტია, რადგან ასეთი განცხადებები, მისი აზრით, არის ნაჩქარევია და თუ ეს ასეა, ამას ორი კვირით ადრე ან ორი კვირით გვიან, ყველა გაიგებს.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“მესაზღვრეების” მიერ 9 ადამიანის დაკავების ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროვოკაციად აფასებს