ისანში მკვლელობის ფაქტი გახსნილია

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ლევან ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ლკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – 1972 წელს დაბადებულ იგორ ნ.-ს სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. იგორ ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” სპეციალური რეპორტაჟი-ქართველი ჯარისკაცები ევროპაში ნატოს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებში მონაწილეობენ
შემდეგი სტატია“საქართველო მიისწრაფვის ნატო-სკენ რადგან იგი არის თავისუფალი სამყაროს გარანტი”