ისანში მდებარე მე- 9 და ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემა დასრულდა

კენჭისყრის პროცესი ამ დროისთვის უკვე დასრულდა ისანში მდებარე მე- 9 და ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ წარმომადგენელმა არჩილ ყანჩაველმა განაცხადა.

როგორც ყანჩაველმა აღნიშნა, ამ უბნების საარჩევნო დოკუმენტაცია, კანონით დადგენილი წესით, დასათვლელად გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბნებს.

banner
წინა სტატიაშიკურიოზული დარღვევები და ინციდენტები არჩევნების მეორე ტურში
შემდეგი სტატიამთაწმინდის მე-20 უბანზე გადასატანი ყუთი გაიტაცეს