ისან-სამგორის 51-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეები მაიდენტიფიცირებელი საბუთის გარეშე და ცივი იარაღით მივიდნენ

ისან-სამგორის 51-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეები მაიდენტიფიცირებელი საბუთის გარეშე და ცივი იარაღით მივიდნენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მათ ვინაობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა მოსთხოვეს. ამას მოჰყვა შელაპარაკება და დაპირისპირება. საარჩევნო უბანზე მისული მოქალაქეები, რომლებსაც საიდენტიფიკაციო მოწმობა არ ჰქონდათ, ცივი იარაღით, კერძოდ დანით გადაადგილდებოდნენ, თუმცა მისი გამოყენება ვერ შეძლეს.

როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, ისინი პოლიციელებმა განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ ნივთმტკიცება, კერძოდ დანა, რომელიც მიწაზეა დაგდებული, ამ დრომდე ხელუხლებელია.

banner
წინა სტატიაშიკალანდარიშვილი მარნეულზე: მოვითხოვ, საოლქო კომისია გაერკვეს სიტუაციაში და მიიღოს ზომები
შემდეგი სტატიაზუგდიდში მოქალაქის თქმით, გადასატანი ყუთის დამკვირვებელმა ბიულეტენი მის ნაცვლად გააფერადა