“ისალმური სახელმწიფო” ხელახალი შეტევებისთვის ემზადება

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ქვეყნის აღმოსავლეთში, ერაყის მოსაზღვრედ სირიის ოპოზიციაზე მასშტაბურ თავდასხმებს დაიწყებს – ამის შესახებ ინფორმაციას Al-Masdar News-ი ავრცელებს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ტერორისტები მდინარე ევფრატის სანაპიროზე და ხაბურში მთავარი რაიონების დაბრუნებას შეეცდებიან, სადაც ნავთობბაზები მდებარეობს.

იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია სწორია, ტერორისტები თავს დაესხმებიან სირიის მთავრობის ოპოზიციურ ძალებს, რომელთაც აშშ და მისი მოკავშირეები უჭერენ მხარს. ასევე, გამცემის ექსპერტების თქმით, ოპოზიციის პოზიციები სირიის არმიასთან შედარებით სუსტია.
გარდა ამისა, “ისლამურ სახელმწიფოს” ჰქონდა იმისი დრო, რომ ტერორისტები სხვადასხვა ტერიტორიებზე განთავსებულიყვნენ, ასევე, ევფრატის აღმოსავლეთით, დაუსახლებელ უდაბნოებში ათასობით ტერორისტია დღემდე დაბანაკებული

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს დაზვერვის სამსახური რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აანონსებს
შემდეგი სტატიაCoca-Cola ალკოჰოლს გამოუშვებს