ის, რომ საქართველო დაჩაგრული აღმოჩნდა, მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა – გერმანელი პოლიტიკოსი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი და საკანონმდებლო ორგანოში ევროპული პოლიტიკის წარმომადგენელი გიუნტერ კრიხბაუმი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის არ მიღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო დაჩაგრული აღმოჩნდა და ევროკომისიის გადაწყვეტილება სტრატეგიული შეცდომაა.

„ფედერალური კანცლერი კიევშია. ეს დაგვიანებულია! საბოლოოდ ის მხარს უჭერს უკრაინის და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს. თუმცა ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე ქვეყანა, საქართველო, დაჩაგრული აღმოჩნდა, მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა“, – წერს კრიხბაუმი.

banner
წინა სტატიაშიშანსი გვაქვს რომ ჩვენი გაქცევის ნაცვლად დასავლეთი მოვიყვანოთ აქ და *რაკის აწევაც არ გინდათ? – ყურუა
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“, „აფხაზთა კრება“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ამომრჩეველთა განათლების ასოციაცია“ საქართველოს მასშტაბით დეოლიგარქიზაციის კამპანიას იწყებენ – ბოკერია