“ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსაურებს”

მე გავუუცხოვდი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს გამოეხმაურა.

მან სამარცხვინო უწოდა იმ ფაქტს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ მოქმედებით მიხეილ სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ქვეყანას.

„დღეს მიხეილ სააკაშვილს ჩამოერთვა მოქალაქეობა. სამართლებრივად ეს არის ის პროცედურა, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა იცნობს. ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსაურებს. ამით შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ისე ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებულებას ხელი დღეს მოაწერა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა იაპონიისგან 300 მილიონიან კრედიტს მიიღებს
შემდეგი სტატია,,გირჩი” საარჩევო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს