ის, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ეს მოცემულობაა – ირაკლი კობახიძე

ის, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ეს მოცემულობაა – აცხადებს ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პლებისციტსაც წააგებს, თვითმმართველობის არჩევნებსაც და რეფერენდუმსაც.

“ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა. ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ, თუნდაც იმ მოთხოვნების გათვალისწინება რაც აქვს ოპოზიციას, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ. პლებისციტსაც წააგებენ და ყველაფერსაც წააგებენ, ბუნებრივია, თვითმმართველობასთან მიბმულსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც წააგებენ და არჩევნები, რომ ჩატარდეს იმასაც წააგებენ, მაგრამ მოცემულობა არის ის, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება”,-თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე კუბილიუსის განცხადებაზე – ივანიშვილისა და კრიმინალური სისტემის შემქმნელი სააკაშვილის ერთსა და იმავე ტონალობაში ხსენება, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხყოფაა